Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების შესახებ ვბრძანებ:

1.  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე,  დასკვნითი  გამოცდები განხორციელდეს მხოლოდ „LMS“ და „e- learning“ აკადემიური პლატფორმებისა და „ZOOM“ -ის მეშვეობით;

2. დასკვნითი  გამოცდის ჩატარების ფორმატი:

  • წერითი გამოცდა „e- learning“ აკადემიური პლატფორმაზე;
  • ზეპირი გამოცდა “ZOOM” - ის აპლიკაციის გამოყენებით, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • ფორმატს ირჩევს ლექტორი:

3. დასკვნითი გამოცდის აღდგენა განხორციელდეს მხოლოდ ზეპირი ფორმით;

4. დამატებითი გამოცდა წარიმართოს ზეპირი ფორმით; დამატებით   გამოცდაზე   დაშვების   წინაპირობა: ფორმა #100, სამხედრო სამსახური, დაუძლეველი პირობა;

5. ლექტორი     ვალდებულია,     დეტალური     ინფორმაცია     დასკვნითი     გამოცდის ხანგრძლივობის, ფორმატისა და შეფასების სქემის შესახებ, განათავსოს e- learning აკადემიურ პლატფორმაზე, შესაბამისი სასწავლო კურსის გვერდზე, მიმდინარე წლის 10 ივნისამდე;

6. სტუდენტი ვალებულია გამოცდა ჩააბაროს  მხოლოდ განრიგით მითითებულ დროს.

7. ფაკულტეტის   სასწავლო პროცესის  მართვის  სამსახურმა   უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.